logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი - 136 ნარკორეალიზატორი 2021 წელს დავაკავეთ
- +

17 მარტი. 2022. 12:58

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, ვრცლად ისაუბრა ნარკოდანაშაულის და ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

 

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2021 წელს უწყებამ ყველაზე მეტი - 136 ნარკორეალიზატორი დააკავა.

 

„ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი ნარკორეალიზატორი 2021 წელს დავაკავეთ. ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 136 პირი; ასევე, პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 22 პირი; დაიხურა 8 ინტერნეტსარეალიზაციო მაღაზია; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული ორი კანონპროექტი დაამტკიცა - გამკაცრდა სასჯელი ნარკორეალიზატორების მიმართ. ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევაში, ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, სასჯელის სახით 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში - 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner