logo_geo
eng_logo
რუსეთი ბოსნია-ჰერცეგოვინას უკრაინული სცენარით დაემუქრა
- +

17 მარტი. 2022. 14:04

 

 

რუსეთის ელჩმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში იგორ კალაბუხოვმა განაცხადა, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინას აქვს უფლება, გადაწყვიტოს, გაწევრიანდება თუ არა ის NATO-ში, მაგრამ ამ შემთხვევაში, მოსკოვი იტოვებს უფლებას ამ გადაწყვეტილების საპასუხო მოქმედების განსახორციელებლად. ამის შესახებ მან ბოსნიურ ტელეარხზე ისაუბრა. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

 

„თუ ის (ბოსნია და ჰერცეგოვინა) გადაწყვეტს, იყოს რაიმეს მონაწილე, ეს ქვეყნის შიდა საქმეა, მაგრამ ჩვენი რეაქცია სხვა საკითხია. ჩვენ ვაჩვენეთ  უკრაინის მაგალითით, თუ რა საფრთხე იქნება და ჩვენ, შესაბამის გადაწყვეტილებას აუცილებლად ვუპასუხებთ“,- განაცხადა კალაბუხოვმა.

 

რუსეთის ელჩის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ „რეალურად, ბოსნია და ჰერცეგოვინა გახდება NATO-ს წევრი“, რადგან, მისი თქმით, „ქვეყანაში არ არსებობს კონსენსუსი და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის არ იქნება ასე ადვილი გადაწყვეტილების მიღება, მით უმეტეს, ამ ვითარებაში“.

 

ელჩის თქმით, რუსეთს ამჟამად არ აქვს სამოქმედო გეგმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, თუმცა მოსკოვი ამ გადაწყვეტილებას „სტრატეგიული და გეოპოლიტიკური სიტუაციის გაანალიზებით“ უპასუხებს.

 

ბოსნია-ჰერცეგოვინას პრეზიდიუმის პრეზიდენტმა ჟელიკო კომშიჩმა დაგმო რუსეთის ელჩის განცხადება.

 

„მე მტკიცედ ვგმობ რუსეთის ელჩის მუქარას ბოსნია-ჰერცეგოვინას მიმართ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

„რუსეთის ელჩის მესიჯი, რომ გადაწყვეტილებას რუსეთის რეაქცია მოჰყვება, თან უკრაინის მაგალითის მოყვანით, რომლის მიმართაც რუსეთი აგრესიას ახორციელებს, ცალსახაა, მაგრამ ამავე დროს მიუღებელია ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner