logo_geo
eng_logo
შს მინისტრმა უწყების თანამშრომელ ქალბატონებს მადლობა გამოუცხადა
- +

8 მარტი. 2016. 10:26



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თანამშრომელ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი მიულოცა. მინისტრის სახელით, 91 ქალბატონი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდა.


მადლობის სიგელები ქალბატონებს მათსავე სამუშაო ოთახებში სხვადასხვა დეპარტამენტების დირექტორებმა პირადად გადასცეს და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის დაცვა და პოლიციაში ქალთა მონაწილეობის გაზრდაა. განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები ქალ-პოლიციელებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას უქმნის.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner