logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: მწყემსმა ესროლაო!.. გული მერევა ამ ყველაფერზე...
- +

8 აგვისტო. 2016. 22:02




ცოტნე გამსახურდია ნოდარ მოდებაძის მკვლელობას სოციალურ ქსელში ასე ეხმიანება:



„თელავში ნოდარ მოდებაძე მოკლეს, ყოფილი მოჭიდავე, ჩემპიონი ზემძიმე წონაში... დიდი, როხროხა, ბუნჩულა კაცი, ასე 70 წლის ან მეტის იქნებოდა... მწყემსმა ესროლაო!

 

რა უნდა დაეშავებინა, რა უნდა მომხდარიყო, გაოგნებული ვარ! დავწერო, როგორ არ დავწერო?! მაინცდამაინც მიშას ნულოვანი ტოლერანტობა უნდათ!? დღე არ გავა, ვინმეს მკვლელობა არ გავიგო! იარაღით უნდა იმოძრაო ოთხმოცდაათიანებივით?

 

 ციხე საშიში აღარ არის და აბლატავდა ყველა ნაბიჭვარი, მაინცდამაინც უნდა ცემდენ, აწამებდენ, რომ იქ შესვლის ეშინოდეს მასას?!

 

აბა, დღეს რა ენაღვლებათ, მიცემენ 5-6 წელს მკვლელობაზე, ნუ, 7-8, ჰა და ჰაა! ადგება, კარგად მოიქცევა, გამაზავს მაყუთს 3-4 წელიწადში და გამოვა... მერე კიდევ იბლატავებს, ციხეში ვიჯექიო...

გული მერევა ამ ყველაფერზე..."- წერს გამსახურდია.



თელავის რაიონის სოფელ აკურაში ყოფილი პარლამენტარი ნოდარ მოდებაძე მოკლეს.


2030.news-ის ინფორმაციით, მოდებაძეს კონფლიქტი მოუვიდა ადგილობრივ მცხოვრებთან, რომელმაც მას სანადირო თოფიდან ესროლა.


შსს-ში  აცხადებენ, რომ  გამოძიება  108-ე მუხლით მიმდინარეობს და დამნაშავე ჯერ დაკავებული არ არის.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner