logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ადამიანი, რომელსაც მთელი მსოფლიო ეუბნებოდა, რომ რუსეთი აპირებს ომს და შენ არ აჰყვე პროვოკაციასო, დღეს დგას და „ქართულ ოცნებას“ უწოდებს ომის პარტიას
- +

17 მარტი. 2022. 15:57

 

 

„ადამიანი, რომელმაც ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც თურმე საქართველოს დაუწყია საომარი მდგომარეობა, დღეს დგას და „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს იმაში, რომ თურმე „ომი საქართველომ დაიწყო“ ყოფილა ოცნების ნარატივი“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია მიხეილ სააკაშვილზე სოციალურ ქსელში.

 

როგორც ლატარია წერს, ადამიანი, რომელმაც რუსებს ჩააბარა 100-ზე მეტი სოფელი, დღეს დგას და „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს ტერიტორიების ჩაბარებაში.

 

„ადამიანი, რომელმაც რუსებს მიყიდა ყველა ჰესი, თბილისის წყალი, გაზი, ყველა დიდი მაგისტრალი რუსულ კომპანიებს გააკეთებინა, დღეს დგას და საუბრობს იმაზე, რომ რიგითი ქართველი თუ მიყიდის რუსი ეროვნების ქალს/კაცს ბინას, აუცილებლად ჩამოართმევენ, ადამიანი, რომელმაც დაანგრია თითქმის ყველა ეკლესია, დასცინოდა წმინდანებს, დასცინოდა ყველას, ვისაც კი რაიმე შეხება ჰქონდა ეკლესიასთან, დღეს დგას და სანთლით ხელში კითხულობს ლოცვას. ადამიანი, რომელსაც მთელი მსოფლიო ეუბნებოდა, რომ რუსეთი აპირებს ომს და შენ არ აჰყვე პროვოკაციასო, დღეს დგას (კამერების წინ) და „ქართულ ოცნებას“ უწოდებს ომის პარტიას. ადამიანი, რომელმაც რუსებს ჩააბარა 100-ზე მეტი სოფელი, დღეს დგას და „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს ტერიტორიების ჩაბარებაში. ადამიანი, რომელმაც ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც თურმე საქართველოს დაუწყია საომარი მდგომარეობა, დღეს დგას და „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს იმაში, რომ თურმე „ომი საქართველომ დაიწყო“ ყოფილა „ოცნების“ ნარატივი. ჩემიანებს არც ვაკადრებ აღნიშნულის კითხვას, მაგრამ თვითონ ნაცებს გეკითხებით - რასაც მიშა აკეთებდა ყოველთვის, რაზედაც ხელი აქვს მოწერილი და დღეს ჩვენ გვაბრალებს, ამას ვერ ხედავთ თუ თქვენც მიშასავით ფარისევლობამ გაგაგიჟათ? არ შემიძლია აღნიშნული არ დავამთავრო გებელსის სიტყვებით და ალბათ ნათლად დაინახავთ მიშას მსგავსებას... ეს ხომ ის მიშაა, რომელიც ისტორიასაც კი გვიყალბებს? საქართველო ხომ მიშამ შექმნა? ... „გაუყალბე ადამიანებს ისტორია და ერთი თაობის შემდეგ მათგან მივიღებთ ბრბოს, ხოლო კიდევ ერთი თაობის შემდეგ მათი მანიპულირება ნახირის მართვაზე მარტივი გახდება“ - იოზეფ გებელსი“, - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner