კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საინვესტიციო კომპანიის „სვიფ ლენდ გრუპის“ (SWEFLANDGROUP) არქიტექტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ელენე ლიპირიდის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ირმა ელბაქიძეს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე ახალი საინვესტიციო პროექტი განიხილეს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის ტერიტორიაზე ხორციელდება და ნოვატორულ - ეკოლოგიური კონცეფციის მქონე კომპლექსს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ხელი შეეწყობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ადგილობრივი ბაზარზე გატანას, ინფრასტრუქტურისა და ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას.
შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ, რომელიც არა მარტო სოფელ წინარეხის, არამედ მთლიანად კასპის მუნიციპალიტეტის ინტერესებთან იქნება თანხვედრაში.
„ჩვენ მივესალმებით ყველა ისეთ პროექტს თუ წამოწყებას, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის განვითარებას შეუწყობს ხელს, ეს იქნება ინფრასტრუქტურის თუ დასაქმების კუთხით. მზად ვართ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ვითანამშრომლოთ და მხარი დავუჭიროთ მსგავს ინიციატივებს“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა.