logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: შვიდი, რვა თუ ოცდაათი, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა... ჩვენთვის იყო ომი!
- +

8 აგვისტო. 2016. 22:04



"აგვისტო ჩემი ტკივილია... 2008 წლის აგვისტო.... შვიდი, რვა თუ ოცდაათი, ამას აღარა აქვს მნიშვნელობა... ჩვენთვის იყო ომი, "აგვისტოს ომი", მთელი ქვეყნის განუზომელი ტკივილი და ტრაგედია... აგვისტო, რომელმაც ჩვეულებრივი ჯარისკაცები სამშობლოსთვის შეწირულ გმირებად აქცია, აგვისტო, რომელმაც მათი დედებიც, თითქოს ჩვეულებრივი ქალები, გმირებად აქცია... ქედს ვიხრი "აგვისტოს ომში" დაღუპული ჩვენი გმირების ხსოვნისა და მათი მშობლების წინაშე! ეს აღარასოდეს უნდა განმეორდეს და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლოს გამთლიანება, აფხაზებთან და ოსებთან შერიგება, ქვეყნის დეოკუპაცია მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანად!"


პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს და ახლობლებს შეხვდნენ და მიუსამძიმრეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner