logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი ზელენსკის მოწოდებაზე მეგობარი ქვეყნის ლიდერებისადმი - პრემიერმა რომ მკითხოს, რა აზრის ხარო, „კალაშნიკოვის“ ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული, არ ვურჩევდი
- +

17 მარტი. 2022. 19:05

 

 

„პრემიერმა რომ მკითხოს, რა აზრის ხარო, „კალაშნიკოვის“ ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული, არ ვურჩევდი“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

 

მისი თქმით, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის თავისი ოკუპირებული ტერიტორიით ასეთ მდგომარეობაში როგორიც საქართველოა.

 

„რომ გადაწყვიტოს პრემიერ-მინისტრმა და მკითხოს: შენ რა აზრის ხარო, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის თავისი ოკუპირებული ტერიტორიით, „კალაშნოკოვის“ ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული, არ ვურჩევდი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

კითხვაზე, ევროპელ ლიდერებთან ერთად შესაძლოა თუ არა კიევში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩავიდეს, ვოლსკის შეფასებით, ეს არ იქნებოდა სწორი ნაბიჯი. მისივე თქმით, როდესაც კონკრეტული მისიით ჩადიხარ და შესაძლოა ამ მისიის შეუსრულებლად დაბრუნდე ქვეყანაში, ეს კიდევ ერთი დარტყმა იქნება საქართველოს ინტერესებზე.

 

„არც მაშინ იყო სწორი და არც ახლა იზამს სწორს. „არ შეიძლება“ იმას ნიშნავს, რომ შენ ამ სტატუსით, რასაც მთავარსარდალი ჰქვია, არ უნდა მოგზაურობდე მთავრობასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე და თუ ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით არ გაძლევს მწვანე შუქს, რასაკვირველია, ამას თავისი საფუძველი აქვს. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენს ქვეყანაზე და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით არ ვართ. სულ რომ თავი დაანებო ამ ვითარებას, როდესაც ბეწვზე ჰკიდია ყველაფერი, დანის პირზე მივდივართ, როდესაც სადმე ჩადიხარ კონკრეტული მისიით, თანაც მთავრობასთან შეუთანხმებლად, თუნდაც მთავრობასთან შეთანხმებული ყოფილიყო და ჩამოდიხარ არაფრით, დაინგრა უკრაინა, სისხლის გუბეშია და თემა, ნატოში გაწევრიანება საერთოდ გადაიდო. ევროკავშირში გაწევრიანებაც არის ძალიან მყიფე საკითხი, რაზედაც ევროკავშირს შეიძლება თავისი პოზიცია ჰქონდეს, ანუ შენ ჩახვიდე კონკრეტული მისიით და ამ მისიის შეუსრულებლად ჩამოხვიდე საქართველოში, კიდევ ერთი დარტყმაა საქართველოს ინტერესებზე. აქედან გამომდინარე ფრთხილობს მთავრობა, როდესაც არ აძლევს ასეთი ნაბიჯის გადადგმაზე თანხმობას“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner