logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: უკრაინას სურს, რომ თურქეთი იმ ქვეყნებს შორის იყოს, რომლებიც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებენ
- +

17 მარტი. 2022. 19:09

 

 

უკრაინას სურს, რომ თურქეთი იმ ქვეყნებს შორის იყოს, რომლებიც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებენ, როგორც რუსეთთან ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი შეთანხმების ნაწილი, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

 

დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საუბრისას დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ თურქეთი ასევე უწევს დახმარებას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner