logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: სამწუხაროდ, ოპოზიცია ამ ქვეყნის მოღალატედ ჩამოყალიბდა, ეს არის მართლაც მე-5 კოლონა, რომელიც არაფერზე უკან არ იხევს, რათა თავისი ვიწროპარტიული ინტერესებით იმოქმედოს
- +

17 მარტი. 2022. 19:10

 

 

„სამწუხაროდ, ოპოზიცია ამ ქვეყნის მოღალატედ ჩამოყალიბდა. ეს არის მართლაც მე-5 კოლონა, რომელიც არაფერზე უკან არ იხევს, რათა თავისი ვიწროპარტიული ინტერესებით იმოქმედოს, „- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

 

მიქანაძე პოლონეთის პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა. განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ოპოზიცია ამ ქვეყნის მოღალატედ ჩამოყალიბდა.

 

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერმა, პოლონეთის პრემიერს უკრაინასთან დაკავშირებით გაწეულ საქმიანობაზე ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდა.

 

„ეს არის მართლაც მე-5 კოლონა, არაფერზე უკან არ იხევს, რათა თავისი ვიწროპარტიული ინტერესებით იმოქმედოს. მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა ქვეყნის რეპუტაციის დააზიანოს. ისინი ფიქრობენ, რომ არასწორი, ფეიკ-ნიუსების გავრცელებით, მხოლოდ ქვეყნის რეპუტაციას, ხელისუფლებას აზიანებენ. პირველ რიგში, ამით ისინი ჩვენი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებს აყენებენ ზიანს და ეს საზოგადოების მხრიდან სათანადოდ იქნება შეფასებული“, - განაცხად მოქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner