logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა
- +

17 მარტი. 2022. 19:59

 

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის

3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების

შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის

პირველი−მე-4 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის

209-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად:

  1. გამოცხადდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს

წევრობის − მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი.

  1. მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე,

საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ

10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა –

ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული

კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ

სფეროში.

  1. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს მეურვის კანდიდატურა.

მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადები წარდგენილ

იქნეს 2022 წლის 1 აპრილის ჩათვლით.

  1. მეურვეობის კანდიდატთა მიერ განცხადების წარდგენის ვადის

ამოწურვიდან მეორე დღეს კანდიდატთა სია გამოქვეყნდეს საქართველოს

პარლამენტის ვებგვერდზე.

  1. მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადები

შეიტანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე,

წერილობით შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, შოთა რუსთაველის

გამზირი №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@parliament.ge.

  1. მეურვეობის კანდიდატის წარდგენის თაობაზე განაცხადს თან უნდა

ერთოდეს:

ა) კანდიდატის CV;

ბ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის

მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ) კანდიდატის მიერ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული

აკადემიური ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) იმ დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის

არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილებას, მათ შორის, სულ ცოტა 5

წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო,

ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და

სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში;

ე) საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია.

  1. ბრძანება საჯაროდ გამოცხადდეს 2022 წლის 17 მარტს და ძალაში

შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

  1. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადებიდან 1 თვის

ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა

კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner