logo_geo
eng_logo
კოსოვოს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს თხოვნით მიმართა, ნატოს წევრ ქვეყნებში ვაშინგტონის გავლენა გამოიყენოს, რათა მის ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმაროს
- +

17 მარტი. 2022. 20:04

 

 

კოსოვოს პრეზიდენტმა, ვიოსა ოსმანიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თხოვნით მიმართა, გამოიყენოს ვაშინგტონის გავლენა ნატოს წევრ ქვეყნებში, რათა მის ქვეყანას სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმაროს.

 

„კოსოვოს ნატოში გაწევრიანება იმპერატივი გახდა. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს რწმენასა და მოლოდინს, რომ აშშ გამოიყენებს თავის ლიდერობასა და გავლენას კოსოვოს ნატოში გაწევრიანების კომპლექსური პროცესის აქტიური მხარდასაჭერად“, - ნათქვამია კოსოვოს პრეზიდენტის წერილში.

 

კოსოვოს პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანა რუსეთის მხრიდან მუდმივი ძალისხმევის სამიზნეა, რათა ძირი გამოუთხაროს კოსოვოს და მთელი დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაცია მოახდინოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner