logo_geo
eng_logo
აშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ უკრაინის ცას არ დახურავს, რადგან არასაფრენი ზონის გამოცხადება რუსეთთან კონფლიქტს ნიშნავს
- +

17 მარტი. 2022. 20:06

 

 

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ უკრაინის ცას არ დახურავს, რადგან არასაფრენი ზონის გამოცხადება რუსეთთან კონფლიქტს ნიშნავს.

 

„პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკული ჯარები უკრაინაში არ იბრძოლებენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას თავისი ტერიტორიის დასაცავად“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

 

ლოიდ ოსტინის თქმით, არასაფრენი ზონის დაწესება რეალურად ნიშნავს, რომ რუსეთს ეომები, ხოლო პრეზიდენტმა ბაიდენმა ბრძანა, რომ აშშ ამის გაკეთებას არ აპირებს.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინულმა ძალებმა წარმატებით გამოიყენეს საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსეთის მხრიდან თავდასხმების შესაჩერებლად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner