logo_geo
eng_logo
ანა ნაცვლიშვილი საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ ზელენსკის მოწვევას ითხოვს
- +

17 მარტი. 2022. 20:07

 

 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა მინისტრის საათის ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დეპუტატების კითხვებზე გაცემული პასუხები გააანალიზა და განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია: „გასაკვირია, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, მთავრობის წევრი, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ასეთ პასუხებს გვცემთ კითხვებზე ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი და თქვენგან უნდა ვიღებდეთ ჩვენ მონაცემებს, ხედვებს და ამ ხედვებზე დაყრდნობით ინკლუზიურად სწორ სახელმწიფო პოლიტიკას უნდა ვაყალიბებდეთ“.

 

დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისასა განაცხადა, რომ ვახტანგ გომელაურის გამოსვლაში ვერ მოისმინა მისი სისტემა აწყდება თუ არა რაიმე გამოწვევებს. „წარმოუდგენელია გამოწვევებს არ აწყდებოდეთ, და თუ თქვენ არ გინდათ ამ გამოწვევების აღიარება და თვალის გასწორება, არსებობს ორი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ამ გამოწვევების დასანახად არის შექმნილი, ეს არის სახალხო დამცველი და სახელმწიფო ინსპექტორი“.

 

ანა ნაცვლიშვილმა თავის გამოსვლაში სახალხო დამცველის დასკვნაში ნახსენებ, პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შემაშფოთებელი სტატისტიკაა ინსპექტორის ანგარიშში. მან ისაუბრა მისთვის ცნობილი ინფორმაციის თაობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტიდან კადრების გადინებისა და პოლიციელების შრომის არადამაკმაყოფილებელ პირობებზე.

 

ამის შემდეგ კი მან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და განაცხადა: „რადგან ჩვენ ვერ ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში, ვერც პარლამენტის შიგნით, ვერც პარლამენტს გარეთ რომელიმე ხელისუფალი, რომლის გამოსვლა მეტი დაცულობის, ღირსების და სტაბილურობის განცდას შეუქმნიდა საქართველოს მოქალაქეებს, ამიტომ თქვენ მოგმართავთ, ბატონო შალვა, ვის კომპეტენციაშიც ეს საკითხი შედის, რომ მოვიწვიოთ და ვთხოვოთ პრეზიდენტ ზელენსკის,  მიმართოს ქართველ ხალხს და აჩვენოს რას ნიშნავს ლიდერობა და პატრიოტიზმი“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner