logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: ჰელსინკის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ ვაჟკაცობის ტოლფასია ის პოზიცია, რასაც საქართველო პოლიტიკურად ურყევად ახორციელებს ყველა საერთაშორისო ფორმატში
- +

17 მარტი. 2022. 20:50

 

 

„პოპულიზმი და დეზინფორმაცია ოპოზიციის დღის წესრიგში, ამაზე ის მეტყველებს, რომ უკვე აღარაფერზე იხევთ უკან და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობთ, აბსოლუტურად არარსებული ინფორმაციები გაავრცელოთ“, - ასე მიმართა  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ ოპონენტებს პლენარულ სხდომა, სადაც პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენდა.

 

გივი მიქანაძე გამოეხმაურა ერთი კვირის წინ პარლამენტის წევრის ხატია დეკანოიძის მიერ უკრაინის ერთ-ერთი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც, მისი შეფასებით, ოპოზიციონერმა კოლეგამ სრულიად უსაფუძვლო და გაუგონარი ბრალდებები გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების მისამართით, რომ თითქოს საქართველოში ადგილი აქვს ისეთ ღონისძიებებს, რომელიც პირდაპირ უკრაინისთვის დამაზიანებელია და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული.

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ოპოზიციამ კარგად უნდა მოუსმინოს რას ამბობენ საქართველოზე ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორები.

 

„დღეს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ამ ტერიტორიებზე უკანონოდ დგას რუსული ჯარი. ამ პირობებში ჰელსინკის კომისია, რომელიც ავტორიტეტული ამერიკელი კანონმდებლებით არის დაკომპლექტებული პირდაპირ ამბობს, რომ ვაჟკაცობის ტოლფასია ის პოზიცია, რასაც საქართველო  პოლიტიკურად ურყევად ახორციელებს და ამტკიცებს ყველა საერთაშორისო ფორმატში. ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო გუშინ და გუშინწინ მიღებული გადაწყვეტილებები ევროსაბჭოს ფორმატში, სადაც საქართველომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი მყარი მხარდაჭერა იმ პოზიციების მიმართ, სადაც დგას ცივილიზებული სამყარო და რომელიც დაკავშირებულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან“, -  განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner