უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებზე სადავო საკითხების შეთანხმებას რამდენიმე დღიდან კვირა-ნახევრამდე შეიძლება დასჭირდეს, რის შემდეგაც, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის მომზადება დაიწყება.
მიხეილ პოდოლიაკის თქმით, უკრაინას არ სურს უბრალოდ ხელი მოაწეროს შეთანხმებას, არამედ სურს კონკრეტული მექანიზნი შექმნას, რომელიც მომავალში მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„ეს მოხდება უახლოეს კვირებში. ჩვენთვის ადგილს მნიშვნელობა არ აქვს, შესაძლოა, ნებისმიერ ადგილას მოხდეს, გარდა რუსეთისა“, - განაცხადა მიხეილ პოდოლიაკმა პოლონურ გამოცემა WP Wiadomości-სთან ინტერვიუში.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება, პირველ რიგში, უკრაინის ინტერესებს გაითვალისწინებს.