„კიდევ ერთი გაყრა ნაციონალურ მოძრაობაში" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსა" და ნაცმოძრაობის სატელიტი პარტიის, "ქრისტიანკონსერვატორების" ლიდერს, შოთა მალაშხიას შორის განხეთქილება მოხდა. ამის შესახებ „მარშალპრესი" წერს.
განხეთქილების მიზეზი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მალაშხიას პარტიისათვის გამოყოფილი ფულია. "ქრისტიანკონსერვატიული" პარტია კვალიფიციურის საარჩევნო სუბიექტის სტატუსით სარგებლობს და წინასაარჩევნოდ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონინით განსაზღვრული სოლიდური თანხა ერიცხება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა შოთა მალაშხიას ბიუჯეტიდან მიღებული ფული მოთხოვეს, რაზეც "ქრისტიანკონსერვატიული" პარტიის ლიდერისაგან უარი მიიღეს. მალაშხიას უარს ნაცმოძრაობის ლიდერების მხრიდან გაღიზიანება და უარყოფითი რეაქციები მოჰყვა, რამაც "ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან, შოთა მალაშხიასა და კიდევ ერთი სატელიტი პარტიის, "ქრისტიანკონსერვატიული"პარტიის გასვლა გამოიწვია. შეგახსენებთ რომ, შოთა მალაშხია პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" - ფრაქციის მდივანი იყო.