logo_geo
eng_logo
შოთა მალაშხია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდა...
- +

8 აგვისტო. 2016. 22:34



„კიდევ ერთი გაყრა ნაციონალურ მოძრაობაში" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსა" და ნაცმოძრაობის სატელიტი პარტიის, "ქრისტიან­კონსერვატორების" ლიდერს, შოთა მალაშხიას შორის განხეთქილება მოხდა. ამის შესახებ „მარშალპრესი" წერს.



განხეთქილების მიზეზი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მალაშხიას პარტიისათვის გამოყოფილი ფულია. "ქრისტიან­კონსერვატიული" პარტია კვალიფიციურის საარჩევნო სუბიექტის სტატუსით სარგებლობს და წინასაარჩევნოდ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონინით განსაზღვრული სოლიდური თანხა ერიცხება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა შოთა მალაშხიას ბიუჯეტიდან მიღებული ფული მოთხოვეს, რაზეც "ქრისტიან­კონსერვატიული" პარტიის ლიდერისაგან უარი მიიღეს. მალაშხიას უარს ნაცმოძრაობის ლიდერების მხრიდან გაღიზიანება და უარყოფითი რეაქციები მოჰყვა, რამაც "ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან, შოთა მალაშხიასა და კიდევ ერთი სატელიტი პარტიის, "ქრისტიან­კონსერვატიული"პარტიის გასვლა გამოიწვია. შეგახსენებთ რომ, შოთა მალაშხია პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" - ფრაქციის მდივანი იყო. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner