logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: ვეთანხმები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეფასებას, რომ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა
- +

18 მარტი. 2022. 00:17

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის ეთანხმება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეფასებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა.

 

„მათ გააძლიერეს დაბომბვა ხალხის ნების გატეხვის მიზნით. გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი აზრით, უკრაინაში სამხედრო დანაშაულებია ჩადენილი. პირადად მე მას ვეთანხმები. მშვიდობიანი მოსახლეობაზე განზრახ თავდასხმა ომის დანაშაულია. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ნგრევის შემდეგ, მიჭირს იმ დასკვნის გაკეთება, რომ რუსები სხვაგვარად იქცევიან. მოსკოვის ომის შედეგები მთელ მსოფლიოში იგრძნობა“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

 

16 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner