logo_geo
eng_logo
ბლინკენი: ჯო ბაიდენი სი ძინპინს მკაფიოდ განუცხადებს, რომ ჩინეთი პასუხისმგებელი იქნება რუსეთის მხარდამჭერ ნებისმიერ ქმედებაზე
- +

18 მარტი. 2022. 00:17

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს მკაფიოდ განუცხადებს, რომ ჩინეთი პასუხისმგებელი იქნება რუსეთის მხარდამჭერ ნებისმიერ ქმედებაზე.

 

18 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტო ჯო ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი სი ძიონპინი სატელეფონო საუბარს გამართავენ.

 

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით მათ, ვისაც პირდაპირი გავლენა აქვს რუსეთზე, გამოიყენონ ნებისმიერი ბერკეტი, რომელიც მათ აქვთ, რათა აიძულონ მოსკოვი დაასრულოს ეს ომი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩინეთს პასუხისმგებლობა აკისრია, გამოიყენოს თავისი გავლენა პრეზიდენტ პუტინზე და დაიცვას საერთაშორისო წესები და პრინციპები, რომლებსაც ის მხარს უჭერს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

ენტონი ბლინკენის თქმით, როგორც ჩანს, ჩინეთი საპირისპირო მიმართულებით მიდის, როდესაც უარს ამბობს ამ აგრესიის დაგმობაზე და ცდილობს საკუთარი თავი ნეიტრალურ არბიტრად წარმოაჩინოს.

 

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, რომ ისინი განიხილავენ რუსეთის პირდაპირ დახმარებას სამხედრო აღჭურვილობით უკრაინაში გამოსაყენებლად. პრეზიდენტი ბაიდენი ხვალ გაესაუბრება პრეზიდენტ სი ძინპინს და მკაფიოდ განაცხადებს, რომ ჩინეთი პასუხისმგებელი იქნება რუსეთის აგრესიის მხარდამჭერ ნებისმიერ ქმედებაზე“, - განაცხადა ბლინკენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner