logo_geo
eng_logo
ბაიდენი: პუტინი მკვლელი დიქტატორი და სუფთა ავაზაკია, რომელიც ამორალურ ომს აწარმოებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ
- +

18 მარტი. 2022. 00:18

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სუფთა ავაზაკი უწოდა. ჯო ბაიდენის თქმით, პუტინი „მკვლელი დიქტატორი და სუფთა ავაზაკია, რომელიც ამორალურ ომს აწარმოებს უკრაინის ხალხის წინააღმდეგ“.

 

„პუტინი დიდ ფასს იხდის თავის აგრესიისთვის და ეს არის მიზეზი იმისა, რომ სანქციები ასეთი მძიმეა“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

16 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის ეთანხმება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეფასებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner