logo_geo
eng_logo
კიევში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი: უზრუნველვყოფთ საქართველოს მოქალაქეების კიევიდან გაყვანას სხვადასხვა უსაფრთხო მიმართულებით
- +

18 მარტი. 2022. 00:22

 

 

საქართველოს საელჩო უკრაინაში, კიევში აგრძელებს მუშაობას. საკონსულო მომსახურება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩვეულ რეჟიმშია ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ კიევში საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა, სანდრო თოფურიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, ყოველ დღე აქვთ საკონსულოში მოქალაქეების მიღება.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებისთვის აუცილებელი იყო საკონსულო მომსახურების მიღება და შესაბამისად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ კიევში საკონსულომ, საელჩომ განაგრძოს ფუნქციონირება. ხვალ ჩვეულებრივად მიიღებს საკონსულო მოქალაქეებს და ასე იქნება ბოლომდე, სანამ გვექნება ამის ფიზიკური საშუალება. ასევე უზრუნველვყოფთ საქართველოს მოქალაქეების კიევიდან გაყვანას სხვადასხვა უსაფრთხო მიმართულებით, - განაცხადა სანდრო თოფურიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner