ჩვენი ხელისუფლება და საქართველო არის სრულად სოლიდარული უკრაინისა და უკრანელი ხალხის მიმართ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„წარმოუდგენელი რამ ხდება შუაგულ ევროპაში და პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე საქართველოს ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იმას, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინისათან მიმართებაში უნდა შეწყდეს. დღეს საქართველოს პრემიერის პოლონელ კოლეგასთან შეხვედრაც იმის დემონსტრირება იყო, რომ ჩვენ ერთის მხრივ ვაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციას, მათ შორის ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილი.