„რაც შეეხება მოწოდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რადიკალური ჯგუფი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ უნდა იყოს შუამავალი ჩვენსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის, ესეც აბსურდის თეატრია“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საქათველოს ხელისუფლებას აქვს და მომავალშიც ექნება
„ჩვენ ხელისუფლებას თუ რამე კომუნიკაციის საჭიროება აქვს და ვართ ამ კომუნიკაციაში, ექნება კომუნიკაცია უკრაინის ხელისუფლებასთან. არავითარი შუამავალი ჩვენ არ გვჭირდება მითუმეტეს, იმ ადამიანების სახით, რომელთა გუნდის წევრებიც არიან ძებნილები, მსჯავრდებულები და პასუხისგებაში მიცემული და რომელთა მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, როდესაც ევროპის შუაგულში ფართო მასშტაბიანი აგრესია მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის მისამართით, აქ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები დაკავებულები არიან იმით ვინ უფრო პატრიოტია, ვის მეტად უყვარს ჩვენი ქვეყანა. ეს არის გაუგონარი რამ, თუმცა დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ეს არ უკვირს და ყველაფერს სათანადოდ აფასებს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.