logo_geo
eng_logo
ამბროლაურში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი საზეიმოდ იკურთხა
- +

8 აგვისტო. 2016. 22:36




ნიკორწმინდის ეპარქიაში, ქალაქ ამბროლაურში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი საზეიმოდ იკურთხა.


 ამ ადგილას, წარსულში მდგარა ტაძარი, რომელიც XX საუკუნის 20-იან წლებში კომუნისტურ რეჟიმს შეეწირა. აღსანიშნავია, რომ დღემდე ქალაქ ამბროლაურში მოქმედი ტაძარი არ არსებობდა, ეს დიდი მოვლენაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ტაძრის მშენებლობის ინიციატორი და ქტიტორია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე. ტაძრის და სამრეკლოს მშენებლობა ჯერ კიდევ 10 წლის წინ, 2006 წლის აგვისტოში დაიწყო, ქალაქ ამბროლაურის ცენტრში მაჩაბლების ისტორიულ კოშკთან.



სადღესასწაულო ღვთისმსახურება ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა აღავლინა სამღვდელოებასთან და მრავალრიცხოვან მრევლთან ერთად. საღვთო ლიტურგიის შემდეგ ტაძარს ესტუმრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, რომელმაც პარაკლისი აღავლინა და ტაძრის აღმშენებელს გოჩა ენუქიძეს გაწეული ღვაწლისთვის სამადლობელი სიგელი გადასცა.

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner