„მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამების სერიოზულად შეფასება ცოტა უნდა გაგვიჭირდეს წესით, რადგან აბსოლუტურად გაუაზრებლად საუბრობს ისეთ საკითხებზე, რომელიც აცდენილია კონტექტს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილი იმალებოდა, იყო ძებნილი, თუმცა ის ზის იქ, სადაც კანონმა მიაკუთვნა ადგილი. შესაბამისად, მათ რაც არ უნდა დაგეგმონ, არ მივცემთ ამ ადამიანებს იმის უფლებას, რომ საზოგადოების მშვიდობა და სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვიმა.