logo_geo
eng_logo
ნიკუშა შენგელაია ოპოზიციაზე: დაასახელონ სანქცია, რომლითაც შეგვიძლია რუსეთი სერიოზულად დავაზიანოთ და ჩვენი ხალხი არ დაზიანდეს
- +

18 მარტი. 2022. 00:30

 

 

„დაასახელონ სანქცია, რომლითაც შეგვიძლია რუსეთი სერიოზულად დავაზიანოთ და ჩვენი ხალხი არ დაზიანდეს“, - ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, მთელი საქართველო, ხელისუფლება და ხალხი ფეხზე დგას უკრაინელების მხარდასაჭერად.

 

„ჩვენ ახლა განსაკუთრებით გვჭირდება გონიერებაც, მხნეობაც და ერთობაც, თუმცა ერთობაში არ ვგულისხმობ იმ ძირგამომთხრელ ოპოზიციასთან ერთობას, მე ვგულისხმობ ხალხს. ძალიან ერთიანები უნდა ვიყოთ, რომ ავცდეთ იმ უბედურებას, რაც უკრაინაში ტრიალებს და რაც ჩვენთან დატრიალდა აფხაზეთში, შემდეგ 2008 წელს. რა არგუმენტაცია აქვს ოპოზიციას, რომ სანქციებს რატომ არ მივუერთდითო. დაასახელონ სანქცია, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია რუსეთი სერიოზულად დავაზიანოთ და ჩვენი ხალხი არ დაზიანდეს. მთელი საქართველო, ხელისუფლება და ხალხი ფეხზე დგას, რომ როგორმე უკრაინელებს დაეხმარონ, ვხედავთ აქ მყოფ უკრაინელებს ექცევიან“, - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner