„მინდა ვთქვა, რომ კიევის, ამხელა ქალაქის შტურმით აღება არის აბსურდი, სისულელე, მაგრამ მიდიან ამ სისულელეზე. ეს სამხედრო თვალსაზრისით არის ურთულესი. თუ რუსები კიევში წმენდას დააპირებენ, მაშინ სათითაო სადარბაზოში უნდა შევიდნენ, სადარბაზოში, სახურავებზე. ეს დროში გაიწელება და კიევს დაამსგავსებს იმ ქალაქებს რომლებსაც ახლა ვუყურებთ“, - ამის შესახებ ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ხარკოვში, ასობით საცხოვრებელი კორპუსია განადგურებული, პატარა ქალაქები საერთოდ გაქრა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინისთვის ახლა მესამე მსოფლიო ომია. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ქვეყანაა ჩართული და ისტორიაში რას დაარქმევენ. მეორე მსოფლიო ომმა გადაიარა უკრაინის ტერიტორიაზე, გაასწორა მიწასთან და დღესაც იგივე ხდება, შეიძლება ის მასშტაბები არ არის, მაგრამ არც ნაკლებია“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.