„ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 52 ბავშვი მოკლეს, თუმცა რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, ბევრად მეტია“, - ამის შესახებ გაეროს პოლიტიკურ საქმეთა ხელმძღვანელმა, როზმარი დიკარლომ გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა.
„ამ მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო დასახლებულ პუნქტებში ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით. დაზიანებულია ან დანგრეულია ასობით საცხოვრებელი კორპუსი, ასევე საავადმყოფოები და სკოლები“, - აღნიშნა როზმარი დიკარლომ.
მისი თქმით, 24 თებერვლიდან 15 მარტამდე პერიოდში, 1 174 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 63 ბავშვი.
„უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების უარყოფა არ შეუძლებელია. ეს მოითხოვს საფუძვლიან გამოძიებასა და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას“, - აღნიშნა გაეროს პოლიტიკურ საქმეთა ხელმძღვანელმა.