„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უმკაცრესად გმობენ რუსეთის მიერ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველ თავდასხმებს.
„მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის, საავადმყოფოების, თეატრებისა და სკოლების განადგურება. რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევამ უკვე მოაქცია მისი მთავრობა საერთაშორისო იზოლაციაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იარაღის განურჩეველი გამოყენება, პასუხისგებაში მიეცემიან.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარიუპოლისა და სხვა ქალაქების ალყაში მოქცევა და ჰუმანიტარული დახმარების უარყოფა მიუღებელია. მინისტრებმა მოითხოვეს, რომ რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში.