logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი დაქირავებულ მებრძოლებს: ხანგრძლივი სიცოცხლე სჯობს ფულს, რომელსაც ხანმოკლე სიცოცხლის სანაცვლოდ გთავაზობენ
- +

18 მარტი. 2022. 10:34

 

 

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 22-ე დღის შეჯამებისას, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის წინააღმდეგ მერძოლ რუს სამხედროებს და დაქირავებულ უცხოელ მებრძოლებს მიმართა და გააფრთხილა, რომ რუსული ძალების გვერდით, უკრაინაში ბრძოლა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იქნება მათ ცხოვრებაში. უკრაინის პირველი პირის მიმართვის ადრესატები რუსი სამხედროების დედებიც არიან.

მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები იწვევენ დაქირავებულებს სხვა ქვეყნებიდან და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა შეიტყუონ სამხედრო სამსახურში. ეს იქნება ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება თქვენს ცხოვრებაში. ხანგრძლივი სიცოცხლე სჯობს ფულს, რომელსაც ხანმოკლე სიცოცხლის სანაცვლოდ გთავაზობენ. ტყვედ ჩავარდნილ რუს სამხედროებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც უარს ამბობენ რუსეთში დაბრუნებაზე. ბევრი მათგანი რუსეთში არც კი ახსოვთ, არც კი ცდილობენ მათ წაყვანას. ზოგიერთი მათგანის გარდაცვალების შესახებ შეტყობინება ოჯახებმა უკვე მიიღეს, თუმცა ისინი ჩვენს ტყვეობაში არიან და ცოცხლები არიან.

ყველა დედამ, რომელმაც იცის, რომ შვილი გაგზავნა უკრაინის წინააღმდეგ ომში, უნდა შეამოწმოს, სად არის მისი შვილი. განსაკუთრებით, ისინი, რომლებიც ვერ დაუკავშირდნენ თავიანთ შვილებს, უთხრეს, რომ მათი შვილები დაიღუპნენ და ცხედრები არ დააბრუნეს. ჩვენ არ ვგეგმავდით ათასობით ტყვის აყვანა. არ გვჭირდება 13 ათასი დაღუპული რუსი ჯარისკაცი. ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენ არ გვინდოდა ეს ომი. ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობა. გვინდა, გიყვარდეთ თქვენი შვილები იმაზე მეტად, ვიდრე თქვენი ხელისუფლების გეშინიათ“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner