logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატი გახდეს
- +

18 მარტი. 2022. 10:35

 

 

ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატი გახდეს. ევროპელი პოლიტიკოსების ჯგუფმა, ნობელის კომიტეტს ღია წერილით მიმართა და ნობელის პრემიის ნომინაციის პროცედურის 2022 წლის 31 მარტამდე გაგრძელება სთხოვა, რათა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენა გახდეს შესაძლებელი. ინფორმაციას გამოცემა „რუბრიკა“ ავრცელებს.

 

ნობელის კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილს ხელს აწერს 36 ევროპელი პოლიტიკოსი ნიდერლანდებიდან, გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, ესტონეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და სლოვაკეთიდან. მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს შესაძლებლობა აქვთ, წერილს ხელი 30 მარტამდე მოაწერონ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner