logo_geo
eng_logo
რუსეთმა ლვოვში საჰაერო დარტყმა განახორციელა
- +

18 მარტი. 2022. 10:47

 

 

18 მარტის დილით ლვოვში რამდენიმე აფეთქება გაისმა. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს. ქალაქის მერმა, ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ რაკეტები აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა.

 

„რუსული რაკეტები მოხვდა ლვოვის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას. ჯერჯერობით ზუსტი ადგილი არ ვიცით, მაგრამ აეროპორტი ნამდვილად არ არის. ჩვენი ATP-1-ის შენობებში ფანჯრები დაზიანებულია. ადგილზე ვითარება დაზუსტებულია და მოგვიანებით გამოქვეყნდება“, - წერს სადოვი.

 

სადოვიმ მოგვიანებით განმარტა, რომ თვითმფრინავების სარემონტო ქარხანას რამდენიმე რაკეტა მოხვდა.  შენობა კი დარტყმისგან განადგურებულია.

 

„ქარხნის აქტიური მუშაობა წინასწარ იყო შეჩერებული, ამიტომ ამ დროისთვის ადამიანური მსხვერპლი არ არის. ადგილზე მაშველები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ“, - წერს ქალაქის მერი.

 

მანამდე, 13 მარტის ღამეს, ოკუპანტებმა რაკეტები  გაისროლეს ლვოვის რეგიონში სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე (იავოროვსკის სამხედრო პოლიგონი).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner