გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხობი-უტორას დამშრობ მასივს აწესრიგებს.
ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიფულის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 6,5 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხი იწმინდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება; შედეგად, 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.
დამშრობ მასივზე სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება.