logo_geo
eng_logo
ხობის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
- +

18 მარტი. 2022. 11:09

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხობი-უტორას დამშრობ მასივს აწესრიგებს.

 

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიფულის ტერიტორიაზე  ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან  6,5 კილომეტრი სიგრძის  სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული   და შემკრები არხი  იწმინდება. 

 

სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება; შედეგად, 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.

 

დამშრობ მასივზე  სამუშაოები აპრილის  ბოლოს  დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner