სამგორის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი შიხიაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის, ილია ბაბუციძის ოჯახს ესტუმრა და გარდაცვლილ ჯარისკაცს პატივი მიაგო.
უფროსი ლეიტენანტი ილია ბაბუციძე 26 წლის ასაკში დაიღუპა. მან 14 წლიდან დაიწყო სამხედრო ცხოვრება. 9 აგვისტოს ის ორჯერ შევიდა ცხინვალში - დაჭრილებისა და დაღუპულების გამოსაყვანად.
ლია ბაბუციძემ სამშობლოს გმირულად შესწირა თავი.