logo_geo
eng_logo
დათო ევგენიძე: ის ქმედითი ნაბიჯები, რაც სახელმწიფომ გადადგა, აბსოლუტურად ლეგიტიმურია და ბოლომდე გამოხატავს უკრაინის ხალხის გვერდზე დგომის ნებას
- +

18 მარტი. 2022. 12:30

 

 

„ის ქმედითი ნაბიჯები, რაც სახელმწიფომ გადადგა, აბსოლუტურად ლეგიტიმურია და ბოლომდე გამოხატავს უკრაინის ხალხის გვერდზე დგომის ნებას“, – ამის შესახებ მუსიკოსმა დათო ევგენიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ჩვენ რუსეთთან ომი მარტო 8 აგვისტოს კი არ გვქონდა, 90-იანი წლებიც გავიხსენოთ. აფხაზეთის პირველი ომი იყო, მერე სამაჩაბლოს დაკარგვა და აფხაზეთის, მერე ამის აღიარება 2008 წელს. თითქმის 30 წელია ერთი და იგივე მდგომარეობაში ვართ ამ ქვეყანასთან. ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ამ დროს ერი არ იყოს ერთიანი. წარმოუდგენელია. ამ შემთხვევაში ეს ვნებს არა მარტო საქართველოს, არამედ უკრაინასაც, რომელსაც არასწორად ეწოდება ინფორმაცია, რომ საქართველო მთლიანად არ არის მის გვერდით. ას რომ, პოლიტიკით სპეკულაცია ამ შემთხვევაში მიმაჩნია წარმოუდგენლად და დაუშვებლად“, – განაცხადა ევგენიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner