logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: მესმის ზელენსკის იმედგაცრუების, თუმცა ალიანსისთვის მნიშვნელოვანია, კონფლიქტი არ გამოვიდეს კონტროლიდან და არ გასცდეს უკრაინის საზღვრებს
- +

18 მარტი. 2022. 13:10

 

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მას ესმის ვოლოდიმირ ზელენსკის იმედგაცრუება, თუმცა ალიანსისთვის მნიშვნელოვანია კონფლიქტის სამომავლო ესკალაციის თავიდან აცილება.

 

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, NATO-მ გაზარდა უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება. ასევე უპრეცედენტო სანქციების გამო, რუსეთს ძვირის გადახდა უწევს. სტოლტენბერგის თქმით, NATO და მოკავშირეები უკრაინის არმიას, 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ წვრთნიან.

 

„მესმის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუება. ისინი პრეზიდენტ პუტინის სასტიკი უაზრო ომის მსხვერპლნი არიან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კონფლიქტი კონტროლიდან არ გამოვიდეს და უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner