უკრაინის სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა კიევის რეგიონში, კერძოდ ბუჩაში, მტრის გამანადგურებელი „სუ-34“ ჩამოაგდეს. ამის შესახებ Ukrinform კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე პავლიუკის ტელეგრამ-არხზე დაყრდნობით წერს.
„ჩვენ საკუთარი ძალებით ვკეტავთ კიევის რეგიონის ცას! დაახლოებით დილის 8:15 საათზე ბუჩას რაიონში უკრაინის სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის შენაერთებმა ჩამოაგდეს მტრის გამანადგურებელი სუ-34! თვითმფრინავი ჩამოაგდეს „სტინგერის“ გამოყენებით“, - განაცხადა ალექსანდრე პავლიუკმა.
როგორც ცნობილია, ეკიპაჟის კატაპულტირება არ შეინიშნება, თვითმფრინავი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.