logo_geo
eng_logo
კიევის რეგიონში უკრაინელებმა მტრის „სუ-34“ „სტინგერით“ ჩამოაგდეს
- +

18 მარტი. 2022. 13:31

 

 

უკრაინის სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა კიევის რეგიონში, კერძოდ ბუჩაში, მტრის გამანადგურებელი „სუ-34“ ჩამოაგდეს. ამის შესახებ Ukrinform კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე პავლიუკის ტელეგრამ-არხზე დაყრდნობით წერს.

 

„ჩვენ საკუთარი ძალებით ვკეტავთ კიევის რეგიონის ცას! დაახლოებით დილის 8:15 საათზე ბუჩას რაიონში უკრაინის სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის შენაერთებმა ჩამოაგდეს მტრის გამანადგურებელი სუ-34! თვითმფრინავი ჩამოაგდეს „სტინგერის“ გამოყენებით“, - განაცხადა ალექსანდრე პავლიუკმა.

 

როგორც ცნობილია, ეკიპაჟის კატაპულტირება არ შეინიშნება, თვითმფრინავი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner