ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თანამშრომელი ქალბატონები დაჯილდოვდნენ.
მათ 8 მარტი მიულოცეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს, ვადაზე ადრე წოდება მიენიჭათ და მადლობის სიგელები გადაეცათ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმებული ქალბატონების რაოდენობა საერთო რაოდენობის 17 %-ს შეადგენს.