ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს, თანამოქალაქეებს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. მადლობას ვუხდი ჩვენს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს თანამოქალაქეებს, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებაში შეტანილი წვლილისთვის, რომელიც უკრაინისთვის შევაგროვეთ და გავუგზავნეთ.
ეს პროცესი გრძელდება და მინდა კიდევ ერთხელ გამოვაქვეყნო ანგარიში, რომელზეც ყველა მსურველს შეუძლია უკრაინის დასახმარებლად თანხა ჩარიცხოს შემდეგ სახაზინო კოდზე 300 908 800 დანიშნულება-უკრაინისთვის“, - აღნიშნა თალაკვაძემ.