logo_geo
eng_logo
ოზურგეთის სოფლების გაზიფიცირება გრძელდება
- +

18 მარტი. 2022. 14:50

 

 

„დასრულდა  პროექტირება, რომლის მიხედვითაც ოზურგეთის სოფლებში მოხდება გაზის ქსელის მშენებლობა და გაზის მიწოდება დამატებით 800-მდე ოჯახისთვის“, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დავპირდით და უკვე დასრულდა  პროექტირება შემდეგი სოფელებისთვის - გოგიეთი, დვაბზუს ნასაკირალი, ჯუმათი, იანეთი, ბოგილი, ძირიჯუმათი, მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი, უკანავა, რომლის მიხედვითაც, მოხდება გაზის ქსელის მშენებლობა და გაზის მიწოდება დამატებით 800-მდე ოჯახისთვის. ამ პროექტების განხორციელების შემდეგ სრულად დასრულდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება“, - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ოზურგეთის მერიის სხდომაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner