logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: მავნებელმა გიორგი კანდელაკმა წერილი მისწერა ევროპარლამენტარს რასა იუკნევიჩიენეს, სადაც აღნიშნავს, რომ თბილისის აეროპორტში გადაიღო სტალინის სასუვენირო ბიუსტი და კარგი იქნება, თუ ამას „ტვიტერზე“ გამოაქვეყნებს და გააფრთხილებს მთავრობას, რომ ასე
- +

18 მარტი. 2022. 15:16

 

 

„წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ თურმე 17 მარტს, „ევროპული საქართველოს“ მავნებელმა სუბიექტმა გიორგი კანდელაკმა (ევროსაბჭოს კაპიტულანტური #1633 რეზოლუციის ხელმომწერი, ბრიუსელში უვიზო რეჟიმის გაუქმების თანალობისტი) წერილი მისწერა ლიეტუველ ევროპარლამენტარს რასა იუკნევიჩიენეს. წერილში კანდელაკი აღნიშნავს, რომ შარშან, თბილისის აეროპორტში გადაიღო სტალინის სასუვენირო ბიუსტი და კარგი იქნება, თუ ევროპარლამენტარი ამას „ტვიტერზე“ გამოაქვეყნებს და გააფრთხილებს საქართველოს მთავრობას - ასე თქვენ ვერ შეხვალთ ევროკავშირში!“ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

 

როგორც აბაშიძე წერს, კანდელაკი პირობას აძლევდა ევროპარლამენტარს, რომ ამ „ტვიტს“ მედია აიტაცებს და იტყვის, რომ ევროპარლამენტმა მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება.

 

„წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ თურმე 17 მარტს, „ევროპული საქართველოს“ მავნებელმა სუბიექტმა გიორგი კანდელაკმა (ევროსაბჭოს კაპიტულანტური #1633 რეზოლუციის ხელმომწერი, ბრიუსელში უვიზო რეჟიმის გაუქმების თანალობისტი) წერილი მისწერა ლიეტუველ ევროპარლამენტარს რასა იუკნევიჩიენეს. წერილში კანდელაკი აღნიშნავს, რომ შარშან, თბილისის აეროპორტში გადაიღო სტალინის სასუვენირო ბიუსტი და კარგი იქნება, თუ ევროპარლამენტარი ამას „ტვიტერზე“ გამოაქვეყნებს და გააფრთხილებს საქართველოს მთავრობას - ასე თქვენ ვერ შეხვალთ ევროკავშირში! კანდელაკი პირობას იძლევა, რომ იუკნევიჩიენეს ამ „ტვიტს“ მედია აიტაცებს და იტყვის, რომ ევროპარლამენტმა მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება. ქალბატონმა იუკნევიჩიენემ გუშინ მართლაც გამოაქვეყნა შესაბამისი ტენდენციური „ტვიტი“, რაც მედიამ აიტაცა. მე კი, ხსენებულ ევროპარლამენტარს კომენტარებში გავუგზავნე რამდენიმე სტატია - დასავლეთის რომელ ქვეყნებში იყიდება ჰიტლერისა და მუსოლინის სუვენირები. თუ ეს წერილი ავთენტურია, ყველაფერი ცხადზე ცხადია - მავნებლური ლობიზმი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ! საინტერესოა, გიორგი კანდელაკის საჯარო განმარტება ამ წერილის ნამდვილობაზე“, - წერს ანალიტიკოსი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner