კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის შესახებ წერს და პროკურატურას საქმის გამოძიების დაჩქარებისკენ მოუწოდებს.
„ადამიანები ძალიან ცივები და გულგრილები გავხდით... ორმოცი დღე გავიდა სულხან მოლაშვილის გარდაცვალებიდან და რა მერე?! არსაიდან ხმა, არსით ძახილი!
პროკურატურაც დუმს და ჩვენც გაჩუმებულები ვართ... რა გვჭირს, რა გვემართება?!!!"