logo_geo
eng_logo
ოზურგეთში სოციალურად დაუცველთა დასაქმების მასშტაბური პროგრამა იწყება
- +

18 მარტი. 2022. 15:17

 

 

ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება.

 

„პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ინიციატივით, ოზურგეთშიც ვიწყებთ სოციალურად დაუცველთა დასაქმების მასშტაბურ პროგრამას, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირის დასაქმებას. ამ პროგრამით დასაქმება ნიშნავს დამატებით შემოსავალს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და არამც და არამც არ გულისხმობს დასაქმების შემთხვევაში, მათთვის სოციალური დახმარების შეწყვეტას, პირიქით მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეს ოჯახები არ დაექვემდებარებიან გადამოწმებას და გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ დანიშნული ფულადი და არაფულადი სიკეთეები. მინდა ჩემს მოადგილეებს ვთხოვო, მაქსიმალურად უზრუნველყონ მოქალაქეებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება და მათი ჩართვა პროგრამაში“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner