‘საქართველოს ევროპაში უვიზო მიმოსვლაში, რომ ხელს უშლიდა... დღემდე, რომ თავი ევროპელ პოლიტიკოსად მოაქვს და სინამდვილეში მთელი პოლიტიკური მოღვაწეობა „სასარგებლო იდიოტის“ როლს ასრულებდა კრემლისთვის,“ - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გიორგი კანდელაკზე და გია აბაშიძის ფეისბუქ პოსტს აზიარებს.
„ეს ხომ იცით, რომელი კანდელაკია? ევროსაბჭოს რეზოლუცია რომ გამარჯვებად შემოგვასაღა, საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა ომის პროვოცირებასა და რუსეთთან ერთად ქართველი ჯარისკაცები - ომის დანაშაულში... მერე საქართველოს ევროპაში უვიზო მიმოსვლაში, რომ ხელს უშლიდა... დღემდე, რომ თავი ევროპელ პოლიტიკოსად მოაქვს და სინამდვილეში მთელი პოლიტიკური მოღვაწეობა „სასარგებლო იდიოტის“ როლს ასრულებდა კრემლისთვის... პრინციპში, ქვემოთ მოცემული მავნებლობაც ამ სუბიექტისგან რა გასაკვირია?!“- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.