logo_geo
eng_logo
ლავროვი: უკრაინის ტერიტორიაზე შემავალი ნებისმიერი ტვირთი, რომელიც იარაღს შეიცავს, რუსეთის სამიზნე გახდება
- +

18 მარტი. 2022. 15:59

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შემავალი ნებისმიერი ტვირთი, რომელიც იარაღს შეიცავს, რუსეთის სამიზნე გახდება.

 

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე შევა და რომელსაც ჩვენ იარაღის გადატანად ჩავთვლით, კანონიერი სამიზნე გახდება. ეს სრულად გასაგებია, რადგან ჩვენ ვატარებთ ოპერაციას, რომლის მიზანია აღმოვფხვრათ რუსეთის მიმართ ნებისმიერი საფრთხე, რომელიც უკრაინის ტერიტორიიდან მოდის“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არ დაუშვებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი S-300-ის უკრაინისთვის გადაცემას.

 

„მინდა, შევახსენო ყველა ქვეყანას, რომლებსაც შეუძლიათ განიხილონ ეს იდეა, რომ საბჭოთა სისტემები და რუსული წარმოების სისტემები იქ განთავსებულია მთავრობათაშორისი შეთანხმებებისა და კონტრაქტების შესაბამისად, რომლებსაც ასევე აქვთ მომხმარებლის სერტიფიკატი. ეს სერტიფიკატი არ იძლევა მათი მესამე ქვეყნებში გაგზავნის უფლებას“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner