logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ევროკომისია ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების საკითხზე გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში მიიღებს
- +

18 მარტი. 2022. 16:44

 

 

ევროკომისია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში მიიღებს. ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

 

„გვქონდა საგნობრივი საუბარი ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ევროკომისიის პოზიცია ევროკავშირში უკრაინის მიერ შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით რამდენიმე თვეში იქნება ჩამოყალიბებული“, - წერს ზელენსკი.

 

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს ხელი მოაწერა. 3 მარტს ანალოგიური განაცხადები ევროკავშირში საქართველომ და მოლდოვამაც შეიტანეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner