logo_geo
eng_logo
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები, ოზურგეთში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე შეირჩევა
- +

18 მარტი. 2022. 17:06

 

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები, ოზურგეთში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე შეირჩევა. ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

 

„აქტიურ ფაზაში გადავდივართ სოფლის მხარდაჭერის წლევანდელი პროგრამების განხორციელებისთვის - მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში ჩემს წარმომადგენლებს უკვე შევხვდი და მათ აქვთ დავალება, რომ საკრებულოს წევრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, მოქალაქეებთან ერთად, განიხილონ, დაამუშაონ და დაფინანსდეს ის პროექტები, რომელიც სოფლებში საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება, რომელიც ყველაზე პრიორიტეტული და ხარჯთეფექტურია. უნდა მოგვარდეს ისეთი პრობლემები, რომელიც სოფლად ცხოვრების ხარისხს რეალურად გააუმჯობესებს. მზად ვარ ამ შეხვედრებში მეც პირადად ჩავერთო, რამდენადაც ამის საშუალება მექნება. ვთხოვ ჩვენს თანამოქალაქეებსაც იაქტიურონ და ჩაერთონ პროექტების განხილვაში“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის დღვანდელ სხდომაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner